ნიკა მელია - ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯია.

ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად აუცილებელია „ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც „რუსული კანონი” მიიღეს.

„ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არც ერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი.

შეგახსენებთ „ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში“რუსული კანონი” მიიღეს, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად”, - წერს მელია.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში