ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ განუცხადა, სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან, რის შემდეგაც სამების ტაძრამდე მსვლელობით გაემართებიან.

მისივე განმარტებით, ამის გარდა, დღის განმავლობაში სხვა ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.

„17 მაისი, უკვე რამდენიმე წელია ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული. ამ დღესთან დაკავშირებით იწყება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მოგზაურობა ტაო კლარჯეთიდან და ეს განწყობა ამ ხატის შემობრძანებით ერთი კვირის თავზე დღევანდელ დღეს სრულდება. ყოველ წელს ჩვენ პარაკლისს ვიხდით თავისუფლების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით მივდივართ სამების საკათედრო ტაძრისკენ, იქ აღესრულება სამადლობელი პარაკლისი”, -განაცხადა დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს