დავით უსუფაშვილი - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს აპირებს ჩაატაროს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ან ჩასაგდებად - მათ უარი თქვეს ჩვენ შეთავაზებულ გონივრულ მოდელზე

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ უმრავლესობამ უარი თქვა მათ შეთავაზებაზე, გაემართათ კონსულტაციები, სადაც ოპოზიცია მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შეჯერებულ 5 კანდიდატს წარუდგენდა და გეგმავს კენჭისყრა კონსულტაციების გარეშე ჩაატაროს.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მზად არიან კონსულტაციებისთვის და გონივრული კომპრომისისთვის.

„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უმრავლესობა აპირებს ჩაატაროს დღეს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ან ჩასაგდებად. მათ არ უნდათ იუსტიციის საბჭოში აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები, რომლებიც „კლანურ“ სისტემას გაარღვევენ, ამიტომ უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ყველაზე უფრო გონივრულ მოდელზე შეთანხმებაზე. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ მზად ვართ შეჯერებული კანდიდატებით - 5 ვაკანსიაზე ხუთი კანდიდატით, შევხვდეთ უმრავლესობას, რომლებიც მოვლენ თავის კანდიდატებით და გავმართოთ მოლაპარაკებები. ვინაიდან არჩევას სჭირდება 90 ხმა, აუცილებელია უმრავლესობის და ოპოზიციის შეჯერება, ჩვენ ამისთვის ვართ და ვიყავით მზად. ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის ულტიმატუმები, ჯერ 5 თვე არაფერს აკეთებდნენ და ხვალ საღამომდე მოგვიტანეთ კანდიდატებიო, ოღონდ რისთვის - ჩვენ არავის არაფერს გეტყვით, ჩავხედავთ, შეიძლება ვინმე მოგვეწონოსო. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვისაც, გონივრული კომპრომისისთვისაც, ცხადია ვერ ვიქნებით მზად რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატები გახადონ კრიტიკის საგანი და არანაირი პირობა არ იყოს რომ უნდა შევჯერდეთ. ვინც აქ ვდგავართ, მზად ვართ შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ვისაუბროთ ჩვენს მიერ გამოვლენილ 5 კანდიდატზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს