აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, მიმტანებისა და გიდებისთვის ატარებს. მიმდინარე კვირიდან კი, ტრენინგების საგაზაფხულო სესიები სასტუმროების ადმინისტრატორებისთვისაც დაიწყება.

„დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ.

წელს, პირველად ჩატარდა ტრენინგები დამწყები თურქულენოვანი გიდებისთვისაც, რომლებმაც გიდის პროფესიასთან ერთად ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მიიღეს თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. ჯამში, ზოგადად გიდების გადამზადებისას 35-ზე მეტი დამწყები გიდმა გაიარა ტრენინგები. რაც შეეხება, ტურისტულის სექტორის სხვა წარმომადგენლებს მათ ცოდნა სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიუმჯობესეს. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ