პაატა მანჯგალაძე - ხელი არ შეუშალონ კომისიის შექმნას და ჩვენ მოვიტანთ მტკიცებულებებს, რომ „ქოლ-ცენტრების“ მთავარი ლობისტები არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები

ადამიანები მზად არიან საგამოძიებო კომისიის ფორმატში ისაუბრონ „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ჩართულობაზე - ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალოს კომისიის შექმნას და ჩვენ მოვიტანთ მტკიცებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ აქვთ დამატებით მტკიცებულებები.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ჩატარებულმა რამდენიმე დღიანმა გამოძიებამ „ქოლ- ცენტრებთან“ დაკავშირებით დაადასტურა პირდაპირი კვალი „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ ვამხილეთ გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი ოჯახი, უფრო მეტიც, „ფორმულას“ სიუჟეტის თანახმად, ისკო დასენი სპეცოპერაციის დღეს იმ მისამართზე იმყოფებოდა და ქუჩიდან ადევნებდა თვალს სპეცოპერაციას და ეს ეჭვები ამითაც დადასტურდა. ჩვენს ხელში ასევე, არის სხვა მტკიცებულებები, სხვა „ქოლ-ცენტრებზე“, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და იმისთვის, რომ ამ ხალხმა ისაუბროს, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა. ხალხს სჭირდება გარანტიები და ისინი მზად არიან კომისიის ფორმატში ისაუბრონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მონაწილეობასა და ჩართულობაზე „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას, ხელი არ შეუშალოს კომისიის შექმნას და ჩვენ მოვიტანთ მტკიცებულებებს, სადაც დადასტურდება, რომ „ქოლ-ცენტრების“ მთავარი ლობისტები არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები,“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის