ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში ახალი ტურნიკეტები სექტემბრის ბოლომდე დამონტაჟდება

თბილისის ვიცე - მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, დიდუბესა და ვარკეთილში ახალი ტურნიკეტები სექტემბრის ბოლომდე დამონტაჟდება.

„არსებული ტურნიკეტები ვერ აუდიოდა ხალხის გატარებას ამიტომ, შესყიდვა დავიწყეთ და ახალი ტექნოლოგიით დამზადებული, უფრო მცირეგაბარიტიანი ტურნიკეტები შევისყიდეთ, რომლებსაც სექტემბრის ბოლომდე დაგვიმონტაჟებენ. ყოველწლიურად ველოდებით, რომ მგზავრთა ნაკადები უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად უნდა იყოს. „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა დაწყებულია, რომელზეც ჯერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში ტენდერი გამოცხადდება, სადაც შესაძლებელი იქნება ის სამუშაოები ჩატარდეს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას ითვალისწინებს. მარჯანიშვილის მეტროსაც აქვს მეორე ამოსასვლელის ალტერნატივა, ამ თემაზეც საკონსულტაციო მომსახურება მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი, დაჩქარებული სერვისების შემოღების შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართულებით უფასო მომსახურების ალტერნატივის პარალელურად, ფასიან სერვისებში პერსონალური ასისტენტის მომსახურება იქნება გათვალისწინებული.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, აღნიშნული სერვისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება საინტერესო და მათ „საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს“.

„ცხადია სტანდარტულ ვადაში მომსახურების ალტერნატივა უნდა დარჩეს უფასო, მაგრამ ვისაც რამე ეჩქარება ან უღირს საფასურის სანაცვლოდ ურბანული ტრანსპორტის სამსახური უფრო მალე მოემსახუროს, მათთვის ეს შესაძლებლობაც შემოვიღოთ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს პერსონალური ასისტენტის მიმართულებაა, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის უფრო საინტერესო იქნება. ხშირად მათ დამატებითი კონსულტაცია, სამსახურის პოზიციებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება და დაკვალიანება სჭირდებათ. მიმღებში და ქოლცენტრში წვალობენ. ამიტომ გვინდა, პერსონალური ასისტენტის ფასიანი მომსახურება შემოვიღოთ, რომელიც მათ საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს და მერიისგან სხვადასხვა მიმართულების სერვისების მიღებას გაუმარტივებს. ამ თემაზე ვიმუშავებთ, დრო დაგვჭირდება, მარტივი ნამდვილად არ არის. ელექტრონული პროგრამული მიმართულების საკადრო რესურსის მომზადებისა და ნორმატიულ კანონმდებლობაში ცვლილებების მიმართულებითაც დაგვჭირდება გარკვეული მუშაობა. ვეცდებით, რომ ეს ორივე სიახლე მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უმოკლეს ვადებში შევთავაზოთ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს