ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - სწორედ ესაა მიზეზი, რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს

თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს - კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადალახავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვაა, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას, რომ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრებში მონაწილეობა მიიღონ.

„კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ იმას, რასაც აკეთებდით ერთი წლის განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არა ერთხელ მოგიწოდეთ თქვენ დაგესახელებინათ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, რასაც შეგნებულად არ აკეთებდით. ასევე, შეგახსენებთ, რა ხდებოდა სახალხო დამცველის არჩევის დროს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური კომპრომისი გამოვიჩინეთ, ოპოზიციონერ პარლამენტის წევრის ამ თანამდებობაზე დანიშვნის ინიციატივას დავეთანხმეთ, ამის მიუხედავად თქვენ მხარი არ დაუჭირეთ სახალხო დამცველს. მიუხედავად იმისა, მე დარწმუნებული ვარ, გულში რომ ჩაიხედოთ, ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებაში და მიუკერძოებლობაში თქვენ არავის გეპარებოდათ ეჭვი. ამის მიუხედავად, თქვენ არათუ მხარი არ დაუჭირეთ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, აბულინგებდით სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმის გამო, რომ ისინი გეგმავდნენ ლევან იოსელიანისთვის მხარის დაჭერას. ეს არის თქვენი მიდგომა, თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უწერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს. კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადალახავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვაა, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან შემდეგ გამოიყენოთ ეს ყველაფერი იმისათვის, რისთვისაც გინდათ, რომ გამოიყენოთ. ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსი და ვის არ სურს თქვენი. მოგიწოდებთ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ ნუ გამოამჟღავნებთ იმას, რომ არ გსურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხის კენჭისყრამდე.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო