სახალხო დამცველი ვატიკანის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წმინდა საყდრის დესპანს (ვატიკანის ელჩს) საქართველოში, არქიეპისკოპოს ჟოზე ბეტანკურს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არქიეპისკოპოსმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ინსტიტუციებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას.

ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კათოლიკური ეკლესიის ისტორიულ წარსულზე საქართველოში და აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიების მხარდაჭერა სახალხო დამცველის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო