ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„აცილებას ბევრი საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის, როგორ იქცეოდა პირველ სხდომაზე, როდესაც აშკარად ჩანდა, რომ სწრაფად უნდოდა გადაწყვეტილების მიღება. კლანის გაშვებას მაინც მივაღწევთ საბოლოო ჯამში. [მოსამართლის აცილებაზე] მაგარი პასუხი გაგვცა: „აზრი არ აქვს, მე რომც ამიცილოთ ისეთი მოსამართლე შეგხვდებათ, რომელიც იქ იყო, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდით“.

არის ვიდეოჩანაწერები, სადაც მთელი პერიმეტრი ჩანს და ამ საქმეში გვჭირდება. მოვითხოვეთ, იქნება აქაც მოგვაწოდონ. შსს 15 წუთი ჩხუბობდა, რომ არცერთ შემთხვევაში ეგ ჩანაწერები არ მოიტანოთო" ,- აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 7 ივნისს გაიმართება.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი შსს-ს წარმომადგენლებმა 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო