რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პროცესი, - ასეთი იყო დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შორის გამართული საუბრის ძირითადი თემატიკა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ელჩი კარაბალისი დაინტერესდა საქართველოში რელიგიური პოლიტიკისა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობით.

განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტებით.

ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სააგენტოს საქმიანობას და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს