ალეკო ელისაშვილი - დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში - მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ

დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს და დარბაზიდან გავიდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას ეხმაურება.

ელისაშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს გარკვევა, ოპოზიციიდან ვინ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.

„დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ახლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. „ბასტი-ბუბუა“ მართლა“, - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა