Touch Platform-ის ორგანიზებით, მარტექ ფესტივალი ჩატარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Touch.point საქართველოში უკვე 6 წელია საერთაშორისო კონფერენციას მართავს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის: მარკეტინგის, პროდუქტის, სოც. მედიის, ქონთენთის, კრეატიული სააგენტოს მენეჯერებისთვის, პროდუქტის ინჟინრებისთვის, ტექ. მეწარმეებისა და სხვ. პროფესიებს წარმომადგენლებისთვის.
მათი ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების ცოდნის ამაღლება.
„ფესტივალი აუდიტორიას საინტერესო ინტერაქციებითა და დისკუსიებით სავსე დღეს ჰპირდება.
უკვე ცნობილია პირველი სპიკერები:
ოკსანა ვალენტელის - “TikTok”-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
ენდი ჩაილდსი - “Meta”-ს ბიზნეს სტრატეგი გერმანია
აიშა ხანი - “NIKE”-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
ერიკ შმალინი - “Media.Monks”-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 “EMMY”-ის მფლობელი, აშშ
პავლო კუზნეცოვი - “ Smartly.io”-ს უფროსი პროდუქტის მენეჯერი, ფინეთი
ფესტივალზე 10 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებას ჯამში 25-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი ეყოლება. გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, საღამოს წვეულება და ა.შ.
ფესტივალის მთავარი თემებია:
მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
მარკეტინგის ავტომატიზების ხელსაწყოები
ბრენდი და კულტურა
მომხმარებლის ქცევა
ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”
მარკეტინგი მეტავერსი
ყველა დამსწრეს საშუალება ექნება ხელოვნური ინტელექტის AI გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. გამორჩეული ნამუშევრების ავტორები ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს მიიღებენ.
ფესტივალის პარტნიორები არიან: “აჭარაჯგუფი”, “დ-ბლოკი”, “კეტარის ფონდი“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.