მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მარკ რუტეს რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და საქართველოში მოიწვია.

"საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო