თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე - ემსახურება ხელის შეშლას, რომ აქტორებმა, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანონ, საკუთარი უფლებამოსილება ვერ განახორციელონ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცია, რომლის თანახმად, მთავრობა ბრიუსელში ვიზიტზე პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევს, “ემსახურება ინსტიტუტების ჩამოშლას და ხელის შეშლას აქტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანონ“.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" საგარეო კურსი შეიცვალა და ამას არ უარყოფს, მათ შორის, პრეზიდენტი.

“გახსოვთ, რომ წარსულშიც ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შეფერხებას. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მისცენ პრეზიდენტს შესაძლებლობა განახორციელოს უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ფუნქციაა. ეს ბუნებრივია, ემსახურება ინსტიტუციების ჩამოშლას და ხელის შეშლას, რომ აქტორებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა მიიყვანონ სტატუსამდე და შემდეგ ევროკავშირის წევრობამდე, ვერ განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება.

პრეზიდენტმა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მათ შორის პარლამენტშიც, ისაუბრა "ქართული ოცნების" ფერისცვალებაზე და იმაზე, რომ "ქართული ოცნების" საგარეო კურსი შეიცვალა და ღიად აიღეს კურსი რუსეთისკენ. ეს არის ფაქტი და ამას არ უარყოფს მათ შორის პრეზიდენტი, რომლის არჩევაშიც დიდი ძალისხმევა ჩადო "ქართულმა ოცნებამ",- განაცხადა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შესაბამის საკითხზე პრეზიდენტმა მთავრობას 27 აპრილს მიმართა, თუმცა თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.

„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა