ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში თანაფრაქციელებთან შეხვედრა, რომელთაც არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში თანაფრაქციელებთან შეხვედრა, რომელთაც არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ადგილი აქვს ხმამაღალ კამათს და სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ მათ ფრაქციაში იმ დეპუტატების ადგილი არ არის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "კლანი" გააძლიერა.

ფრაქციის სამუშაო ოთახში იმყოფებიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, შეხვედრა უკვე დატოვა როსტომ ჩხეიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90-ზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო