განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატებმა ახალგაზრდებს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე კომიტეტის საქმიანობის და განათლების სისტემაში დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ესაუბრნენ.

„ვისაუბრეთ კონსტიტუციის 27-ე მუხლზე, რომელიც ეხება განათლების უფლებას. ახალგაზრდებს გავაცანით ყველა ის აქტუალური საკითხი, რაზეც პარლამენტი მუშაობს", - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ახალგაზრდებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო