გიგა ბოკერია - სანქცირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობა კატასტროფაა

სანქცირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობა კატასტროფაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატების მხარდაჭერის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სამარცხვინოა, როცა რაღაცას აკეთებ და კი არ იცავ შენს პოზიციას, ჩუმად ცდილობ ამის გაკეთებას.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დეგრადაცია არ იწყება მაშინვე, ასეთი საქციელით, ჯერ იწყება უბრალო ტყუილებით, როცა ერთს იძახი და მეორეს - აკეთებ, ეს შეეხება მაგალითად, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

როცა გუშინ ერთს იძახდი და დღეს მეორეს ამბობ და არც ხსნი, რატომ შეიცვალე პოზიცია, მსგავსი ქმედებები ზოგადად, როცა მოსულა ტყუილი და სიცრუე, შემდეგ ასეთი შემთხვევებით მთავრდება ხოლმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი