ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრამდე ლევან ბეჟაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ლევან ბეჟაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.

ჩხეიძე არ აკონკრეტებს, რა უთხრა მას ლევან ბეჟაშვილმა და აცხადებს, რომ ამას მოგვიანებით იტყვის.

ამასთან, როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დარბაზში "სხვადასხვა ვარიანტები ისმოდა".

დეპუტატის თქმით, ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" კონსენსუსისკენ მიდის".

"ჩვენი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას დატოვებს. შეიძლებოდა, ეს ცოტა ადრეც გაკეთებულიყო, მაგალითად, გაჭიანურებული ბოიკოტების დროს, მაგრამ ეს მოხდა ახლა.

გარიგება ცხადია, არ მომხდარა, იმისთანა გასარიგებელია, ეს იმას ვერ აწევდა და ვერ გადაწონიდა….გარიგება რომ მნდომებოდა, აქამდე გავრიგდებოდი.

როცა საუბარია კონსენსუსზე, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცები აუცილებლად მოუწონარი იქნება იმისათვის, რომ ვიღაც იყოს მოსაწონი. ჯერ ვითარება ასეთია, რომ სამი მოუწონარია, ორიდან ალბათ, საბოლოო ჯამში, ერთი ისევ მოუწონარი იქნება, მაგრამ ერთი იქნება აუცილებლად მოსაწონი, ჯერ ეს პროცესი არ დამთავრებულა. თუკი კონსენსუსი ისევ გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, გაგრძელდება. თუკი ევროპისკენ მართლაც მიდიან, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს კონსენსუსით უნდა გაკეთდეს, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ კონსენსუსამდე მივიდეს, როგორც ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი უნდა იყოს მოსაწონი. მათ შორის, ვფიქრობ, რომ ის ერთი იქნებ წიქარიშვილი ან სალაძე იყოს", - განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე, რომ არც სულხან სალაძე და არც კახა წიქარიშვილი არ არიან მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის, ჩხეიძე ამბობს, რომ პროცესი სავარაუდოდ, მაინც პოზიტიურად დამთავრდება.

"ეს იმ ვითარების გამო, რაც იქ მოხდა. გარკვეული გაუგებრობები იყო, როგორც ჩანს, რადგან სხვადასხვა ვარიანტები კენჭისყრის დაწყებამდეც ისმოდა. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, პროცესი პოზიტიურად დამთავრდება", - განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ლევან ბეჟაშვილთან, ჩხეიძე პასუხობს: "სხვათა შორის კენჭისყრამდე 2 წუთით ადრე ".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო