ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ დეპუტატი ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს

ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ დეპუტატი ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს. ქარდავას თქმით, დღევანდელ ფონზე ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია, “მით უფრო, როცა დამოუკიდებელ ფორმატში გადასვლა მის პოლიტიკურ დღის წესრიგში ისედაც იდგა და ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო“.

“მთელი ჩემი შეგნებული პოლიტიკური საქმიანობა მივუძღვენი ბრძოლას იმასთან, ვინც ამ ქვეყანაში რუსულ საქმეს აკეთებს. ასეც ვაპირებ გავაგრძელო. გადამწყვეტ მომენტში ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა არც რადიკალიზმი და არც უკომპრომისობა. დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის ხვალ და ზეგ უფრო ნათელს გახდის, არაფერი ჰქონია საერთო “ქართული ოცნების“ ინტერესებთან - ეს ცხადზე ცხადია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 29 კანდიდატიდან ევროსაბჭოს რეკომენდაციების მოტივით და იმ ფონზე, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციის ხელისუფლებასთან კომპრომისზე, გამოიწვია ის, რომ რიგმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.

ამ დეპუტატებს შორის რამდენიმე კანდიდატს ხმა მეც მივეცი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი მოტივაცია და ინტერესი გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს შორის იყო რამდენიმე მისაღები და ბევრი მათგანი მიუღებელი ოცნებისთვის, არ ყოფილა. ისიც ფაქტია, რომ “ქართული ოცნება“ საბჭოში ისედაც უმრავლესობას ფლობს და ამ კენჭისყრას რაიმე ბონუსი ამ კუთხით არ შეუქმნია.

ის რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი “ქართული ოცნების“ დამარცხების საქმეში“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90-ზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო