რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, ევანგელურ-ლუთერულ, კათოლიკურ ეკლესიებსა და მათ მრევლს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა, ხოლო ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.