თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.

კერძოდ, თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს ნინი სანადირაძეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის კურატორს მაკა კვარაცხელიას და მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებს: ირმა დოლიძესა და თამარ გურგენიძეს შეხვდნენ.

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წარმომადგენლებმა მათ ევროპის მუზეუმების ფორუმზე გამარჯვება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ყოველწლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე (EMYA 2023), რომელიც ბარსელონაში 3-6 მაისს გაიმართა, „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ მოიპოვა. ამავე დაჯილდოებაზე საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის კატეგორიაში, გამარჯვებულად ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს მუზეუმების გაერთიანებაში შედის.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მუზეუმების დღეს საკრებულოს წევრებისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა. მისი თქმით, წარმატება, რომელიც საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა მუზეუმებმა მოიპოვეს მთელი ქვეყნისთვის საამაყოა. გიორგი ტყემალაძემ მუზეუმების გაერთიანებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შეთანხმებას, რომელიც თბილისის საკრებულოსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა და რაც საკრებულოს შენობაში თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის განთავსებას ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს, შემეცნებითი თვალსაზრისით, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო