ეკა გიგაური - საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება.

როგორც მან საერთაშორისო მედიაფორუმზე „მედია და დემოკრატიის მედეგობა კორუფციის პირისპირ“ ფარგლებში, ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაზე არ უნდა ხდებოდეს სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, ასევე მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

„ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია არის ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად მედიაგარემო უარესდება, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან საგამოძიებო სფეროში მომუშავე ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან თავდასხმის ობიექტები, მათ წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, მათ შორის მაღალჩინოსნები სასამართლოში ჩივიან კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ სასამართლოს პირობებში და ცხადია, ამ ჟურნალისტებისთვის თავიანთი სიმართლის დამტკიცება ძალიან რთულია. ამიტომ, როდესაც ასეთი ვითარებაა, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორსა და ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობა. ასევე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ ვუმკლავდებით კლეპტოკრატიის იმ ნიშნებს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. როგორც კლეპტოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ზუსტად იმ მეთოდებს იყენებს ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც მათთვის არის დამახასიათებელი. ჩვენთვის ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მიღების კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მედიაგარემო გაუმჯობესდეს. ამ ვითარებაში სახსენებელია ნიკა გვარამია. ის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის ციხეში. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ღრმაა ის პრობლემებში, რომელიც მედიაგარემოში გვაქვს", - განაცხადა გიგაურმა.

მისი მთავარი რეკომენდაცია, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და 5 ივლისის საქმე სრულფასოვნად იყოს გამოძიებული.

„ბევრ ჟურნალისტზე იყო თავდასხმა და ყველამ, ვინც ასეთ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ ისინი დაისჯებიან. მნიშვნელოვანია ის, რომ მედიაზე არ იყოს არც სიტყვიერი და არც ფიზიკური თავდასხმები მმართველი პარტიის მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად, წააქეზებენ მათ მომხრეებს იმისთვის, რომ მედიასაშუალებებს ფიზიკურად გაუსწორდნენ", - განაცხადა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საერთაშორისო მედიაფორუმი, სახელწოდებით „მედია და დემოკრატიის მედეგობა კორუფციის პირისპირ“ გამართა. ფორუმზე განიხილეს კორუფციისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოწვევები, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, გაუარესებული მედიაგარემო, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები და არასათანადო გამოძიებები, ასევე სასამართლო პრაქტიკის ინსტრუმენტალიზაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ. პანელში მონაწილეობდნენ საგამოძიებო ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო