„ალდაგისა“ და „თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამხანაგური ტურნირი გაიმართა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” პრემიუმ ბრენდის პრიმოსა და „თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გოლფის პირველი ამხანაგური ტურნირი“ გაიმართა, რომლის მიზანი მეგობრობისა და სპორტული მოტივაციის გაძლიერება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში ქართველი და უცხოელი გოლფერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც კაპიტნობას Steven Fraga (საერთაშორისო გუნდი) და ლევან ჭარელაშვილი (ქართველების გუნდი) უწევდნენ, ტურნირი საერთაშორისო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„მსგავსი ღონისძიებები ალდაგისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ტურნირში წარმოდგენილი ვიყავით ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სახელით, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებები, კი, სრულადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე. ტურნირის ფარგლებში, პრიმომ გამარჯვებულ გუნდს პერსონალური საჩუქრები გადასცა,“- აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო