გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია - ექიმს ვეუბნებოდით,  ჩქარა, ბავშვი ცუდად არის, გადასხმა ან რამე გაუკეთეთ-თქო და მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო - ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვს სათანადო დახმარება არ გაუწიეს.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განაცხადა, როდესაც ექიმმა ბავშვი დაინახა თქვა: „უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო“. მისივე თქმით, ექიმმა ბავშვს ადგილზე პირველადი დახმარება არ გაუწია.

„თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“,- აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი