გია ვოლსკი - იმ ადამიანების დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ვისაც ხმა მისცეს, ნიშნავს ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც „ნაცმოძრაობის" მებრძოლ კოალიციას გააჩნია

იმ ადამიანების დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ვისაც ხმა მისცეს, ნიშნავს ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის" მებრძოლ კოალიციას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გარიგებაზე "უტიფარი" განცხადებები გაკეთდა.

"ეს იყო კორექტულობის, კოლეგიალობის ყოველგვარ ზღვარს გადასული შეტევა ადამიანებზე, ვინც ჩათვალა, რომ ხმა უნდა მისცეს დამსახურებულ კანდიდატებს, რათა არჩეულ იყვნენ საბჭოში და რათა შესრულდეს ძალიან პრინციპული რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. ამის გულისთვის ასეთი შეტევა, იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ვისაც ხმა მისცეს, აბსოლუტურად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ, ნიშნავს ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია "ნაცმოძრაობის" ამ მებრძოლ კოალიციას. მათი ინტერესია, რომ არ შესრულდეს რეკომენდაცია, არ იქნან არჩეული კანდიდატები, წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს იმდენად ნათელი გახდა გუშინ, რომ არ ვიცი, ამ სკანდალიდან როგორ უნდა გამოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ კოლეგების ასეთი ლანძღვა იქნება გამოსავალი. თქვეს "გარიგდნენ", "ფული გადაიხადეს", "ფული ჯოჯოხეთს ანათებს" და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებებია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო.

90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა.

პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა