ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის ადვოკატის, ილონა დიასამიძის განცხადებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლომ ის მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარემ წარადგინა, „სრულიად უყურადღებოდ და შეფასების გარეშე დატოვა“.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ეკა კვესიტაძე ვალდებულია „რუსთავი 2“-ს 25 000 ლარი გადაუხადოს, ყველა იმ ადამიანის უფლებები დაარღვია, რომლებსაც ეკა კვესიტაძის მსგავსად, დამსაქმებელთან სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე დავა აქვს წამოწყებული.

„სასამართლოს ვეუბნებოდით, რომ ეკა კვესიტაძის გათავისუფლების მიზეზი დისკრიმინაციული მოპყრობა იყო, მან კი ეს ასე არ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი დირექტორი პირდაპირ ამბობდა, რომ ეკა კვესიტაძეს დისკრიმინაციული მოტივით ათავისუფლებდა, არაფერს არ მალავდა. მეტიც, მას თანხა დააკისრა იმისთვის, რომ მან თითქოს იქ დაიწყო მუშაობა, სადაც ამის უფლება არ ჰქონდა. მას ჰქონდა ამის უფლება იმიტომ, რომ გათავისუფლებული იყო. დამსაქმებელმა, როგორც ძლიერმა მხარემ, მის ხელთარსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა და ბრძანება იმაზე გვიან გამოსცა, ვიდრე რეალურად გადაწყვეტილების შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებდა. ამის მიუხედავად, პირველმა ინსტანციამ მტკიცებულებები სრულიად უყურადღებოდ და ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა. თქვა, რომ მერე რა, ეს გადაწყვეტილება კანონიერი იყოო. შემდეგ სააპელაციოს მივმართეთ, სადაც სამი მოსამართლისთვისაც ეს ყველაფერი უმნიშვნელო აღმოჩნდა და პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამით, მარტო ეკა კვესიტაძის უფლებები არ დაურღვევიათ, არამედ ყველასი, ვისაც იგივე დავა აქვს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც დასაქმებულის საწინააღმდეგოდ უნდა განიმარტოს“, - განაცხადა ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს „მანკიერი პრაქტიკა“ გააგრძელა და მისივე თქმით, „უზენაეს სასამართლოს მიმართავენ“.

„სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ის პრაქტიკა გააგრძელა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა. ეს მანკიერი პრაქტიკაა, რომელიც შრომის კანონმდებლობას და ეკა კვესიტაძის უფლებებს უხეშად არღვევს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მუშაობას ვაგრძელებთ და უზენაეს სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ“, - განაცხადა ნინო ქურდოვანიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა