ირაკლი კობახიძე - რეიკიავიკის ვიზიტი არის უმაღლეს დონეზე გამართული ფორუმი და ასევე უმაღლეს დონეზე იმართება შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ჩვენი გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართული გენერალური დებატების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეიკიავიკის ვიზიტი არის უმაღლეს დონეზე გამართული ფორუმი და ასევე უმაღლეს დონეზე იმართება შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ჩვენი გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მათ შორის, რეგიონში არსებულ ვითარებას.“

კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სოლიდარობაზე უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.

„უკრაინის მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ამაზე ჩვენი პოზიცია, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ნათელი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სოლიდარობას და ეს სოლიდარობა გამოხატულია არა მარტო გზავნილებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, როგორიც არის შესაბამისი დოკუმენტების მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, როგორიც არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ა.შ. ეს არა მარტო სიტყვებია, არამედ ეს არის კონკრეტული ქმედებები, რაშიც არის გამოხატული ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა