გია ვოლსკი - სანქციების დაწესებით, რასაც გვიკიჟინებენ, საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც

ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა სამშობლოში ჩამოსასვლელად - რასაც გვიკიჟინებენ, იმით საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რას იღებს საქართველო ფრენების აღდგენის სანაცვლოდ.

მისივე თქმით, თუკი საქართველო აკრძალვებს დააწესებს, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე არსებობს.

„მე ვიცი, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მისაღებად საქართველომ თქვა გადამწყვეტი სიტყვა, რუსეთი მიიღეს ამ ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობიდან გამომდინარე და სამაგიერო საქართველოს არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით ჩვენი თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ. მეტი სხვა ინტერესი საქართველოს არ გააჩნია. არის კიდევ ერთიც, ნებისმიერ შემთხვევაში იმით, რასაც გვიკიჟინებენ, რომ ავკრძალოთ და გადავიდეთ სანქციების რეჟიმში, საქართველო დაზარალდება, დაზარალდება ეკონომიკურად და დიდი საფრთხე არსებობს, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, შესაძლო აგრესიას ვგულისხმობ, საზღვრების გადაკეტვას, აგრესიულ ქმედებებს, თუნდაც ისეთს როგორსაც რუსეთი ატარებს არამარტო უკრაინასთან მიმართებით, სულ ახლახან წყნარ ოკეანეში უშველებელი სამხედრო ვარჯიში ჩაატარა, უამრავი რესურსი გააჩნია რუსეთს, რომ დაგვაზიანოს და გიკიჟინებენ გადახვიდე რეჟიმზე, რომელიც შენ მოგიტანს მხოლოდ ზიანს. საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია, რეიკიავიკის სამიტმა ყოველგვარ შეკითხვებს გასცა პასუხი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს