კელი დეგნანი - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად, რომ რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თუ საქართველო გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული მომავლისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დამშვიდებისა და მოხიბვლის პოლიტიკა უწოდა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს.

„ჩაგვრის პირისპირ აღმოჩენისას, რაც თან ახლავს პუტინთან ახლო მოკავშირეობას, ცალსახად ჩანს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, რათა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რომლის აღსადგენად ქართველებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა ჩაგვრის დასრულების შემდეგ. ეს ერთადერთი არჩევანია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ერთადერთი არჩევანია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და დაახლოებით, 75% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში წევრობას. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად, რომ რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თუ საქართველო გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული მომავლისკენ. სავარაუდოდ, დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის მოხსნას, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „მოხიბვლის პოლიტიკას“ კრემლის მხრიდან, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და სცადოს მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს