დავით უსუფაშვილი - შემხვედრი ნაბიჯია, მე გავითვალისწინო თქვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მივცე და თქვენ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მისცეთ - ეს არის ის მოდელი, რომელიც შეგვაძლებინებს საბჭოში ვითარების გამოსწორებას

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორად შეირჩნენ.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ის მოდელი, რომლითაც შესაძლებელი იქნება იუსტიციის საბჭოსა და ზოგადად ქვეყანაში ვითარების გამოსწორება.

„კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის ნიშნით. უბრალოდ, უმრავლესობა თვლის, რომ თავად აწესებს კრიტერიუმებს და იმას, რაც მას მიაჩნია სწორად, ყველა უნდა დაეთანხმოს. უმრავლესობა თვლის, რომ ის მზად არის შეთანხმებისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დაეთანხმება რაღაცას ანუ, კი არ შევთანხმდეთო, მითხარით კანდიდატები და ჩვენ ვიღაცას შეიძლება დავეთანხმოთო. ეს არ არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია ან პოლიტიკური პროცესის თანმდევი ნაწილია. რაც შეეხება კრიტერიუმებს და კრიტერიუმებით გამოვლენილი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას, ამ დარბაზს ახსოვს სახალხო დამცველის შერჩევის ეპოპეა. სწორედ კომისიის მიერ გამოვლენილი საუკეთესო კომპეტენციის, ნდობის და ყველაფრის მქონე კანდიდატები იქნა უარყოფილი უმრავლესობის მიერ. ამიტომ, ამ ტიპის პოლიტიკური და პიარული გადაძახილ-გადმოძახილებით მგონი ვერავის გავაკვირვებთ. საზოგადოება ხედავს, ესმის და მგონი საზოგადოების ინტერესია, რომ სასამართლოში იყვნენ სწორედ არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში. პარლამენტში მაღალი კვორუმით იმიტომ არის ეს საკითხი შესარჩევი და კონსტიტუცია ამას იმიტომ გვავალებს, რომ შეთანხმება შედგეს და მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ამ ხალხს. ამას სჭირდება კონსულტაციები. აქ გაიჟღერა განცხადებამ, რომ თურმე შიგნით კონსულტაციებია საჭირო. ეს არ არის ვაჭრობა, ეს არ არის ზეწოლა და ოპონენტებთან, ოპოზიციასთან კონსულტაციები დაუშვებელი და მიუღებელია?“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს არ არის სწორი პრაქტიკა.

„იქნებ ჩვენ ყველამ ერთად დავინახოთ ეს რეალობა, რომ საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. როცა 5 კანდიდატია ასარჩევი, შემხვედრი ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ მე გავითვალისწინო თქვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მივცე. თქვენ კიდევ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მისცეთ. აი, ეს არის ის მოდელი, რომელიც შეგვაძლებინებს იუსტიციის საბჭოშიც ვითარების გამოსწორებას და ზოგადად, ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა