ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს ჰქონდა შემოთავაზება ფორმულაზე 4/1 - როცა ვიღაცას სთავაზობ ამ ფორმულას, ნიშნავს, რომ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა

როცა საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ხუთივე უნდა იყოს მიკერძოებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფის მიმართ, არამედ უნდა იყოს დამოუკიდებელი. როცა შენ ვიღაცას სთავაზობ ფორმულას 4/1-ზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრების არჩევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შემოთავაზება ფორმულაზე 4/1 “ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს ჰქონდა.

„ოპოზიციას ჰქონდა პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება საკითხისადმი. ისინი არ უჭერდნენ მხარს არცერთ კანდიდატს. გამონაკლისი იყო, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეპუტატი ოპოზიციიდან, რომლებმაც დაუჭირეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, მათაც ამოძრავებდათ იგივე ინტერესი, კანდიდატის სტატუსის მიღების. თუმცა ამის შემდეგ ჩაირთო მთელი ბულინგის კამპანია. როდესაც ლევან იოსელიანი აირჩა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც მას ხმას ოპოზიციიდან აძლევდნენ, წარმოებდა ბულინგი. გუშინ, პრაქტიკულად, ლაივრეჟიმში იმართებოდა ბულინგი იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და ბულინგი არის მათი ხელწერა.

ჩვენ რეგლამენტის თანახმად გვევალება, რომ დღეს ფორმალურად ჩავატაროთ კენჭისყრა. ამის შემდეგ იმართება მესამე ტური, ორ კვირაში, შემდეგ პლენარულ სხდომებზე. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ პერიოდის განმავლობაში და იმედი მაქვს, ხუთივე საბჭოს წევრს ავირჩევთ. კონსულტაციები იქნება 4 კანდიდატის გარშემო, მთლიანად ოპოზიციას შევთავაზებთ. ამ შემთხვევაში მაინც დაადასტურონ ერთგულება კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ. „ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს, მათ ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა შემოთავაზება ფორმულაზე 4/1, რომელიც აჩვენებს დამოკიდებულებას. როცა საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, 5-ივე უნდა იყოს მიკერძოებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფის მიმართ, არამედ უნდა იყოს დამოუკიდებელი. როცა შენ ვიღაცას სთავაზობ ფორმულას 4/1-ზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრების არჩევა.

გუშინ აირჩა სამი წევრი, დღესაც არ მახსოვს მათი სახელი და გვარები. ძირითადად, ეს პროცესი წარიმართა იურიდიულ კომიტეტში და ჩვენ დავეყრდენით იურიდიული კომიტეტის დასკვნას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი. რადიკალურ ოპოზიციას სურდა პოლიტიკურად „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატების არჩევა. მაინცდამაინც ისე აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ აგენტები. რა თქმა უნდა, 4/1-ზე 3/2-ზე არის მიუღებელი. ყველა კანდიდატი უნდა აირჩეს იმ კრიტერიუმებით, რასაც ჰქვია კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა. 4/1-ზე სწორედ რომ მიკერძოებას ნიშნავს. ერთი არის „ნაცმოძრაობისკენ“ მიკერძოებული და 4 ჩვენი?! ჩვენ 4-იც არ გვინდა, არცერთი არ გვინდა მიკერძოებული. გვინდა ხუთი მიუკერძოებელი კანდიდატი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო