ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო პრემიერის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ე.წ. მეგობრები ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ყველაფერს ვაკეთებთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რეიკიავიკში გამართულ, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სასიამოვნო იყო ის მხარდამჭერი განცხადებები, რაც სამიტზე გაჟღერდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო პრემიერის მონაწილეობით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ე.წ. მეგობრები ცდილობენ, რომ საქართველომ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს, ყველაფერს ვაკეთებთ, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. ძალიან სასიამოვნო იყო ის მხარდამჭერი განცხადებები, რაც ამ სამიტზე გაკეთა. ხაზგასმული იყო, რომ საქართველო იმსახურებს და იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ეს ძალიან სასიამოვნოა“, - აღნიშნა კალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"