გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტები რუმინეთის სემინარებიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან“ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის 3 სტუდენტი: ხატია მამასახლისი, ხატია ოგანესიანი და მარიამ კახნიაშვილი, 10 - დღიან სემინარებზე რუმინეთში იმყოფებოდა.

„პროექტის „Inclusion starts with accessibility” ფარგლებში ჩატარებული სემინარები ეხებოდა შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხს, რომელსაც რუმინული ორგანიზაცია „Rock-Solid Foundation “მასპინძლობდა.

გრუნის სტუდენტები შშმ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, სწავლობდნენ მათთან ურთიერთობას და აკვირდებოდნენ მათ ინტეგრაციას სოციუმში. პროექტში მონაწილე რვა ქვეყნის 16 მონაწილე, მათ შორის , საქართველოდანაც, შეზღუდული შესაძლებლობის იყო.

საერთო ჯამში, პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, მუდმივი კონტაქტისა და ინტერაქციის წყალობით, სტუდენტებმა უფრო მეტი გაიგეს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, რაც უდავოდ წაადგება მათ სამომავლო პროფესიას.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტების მულტიკულტურული ცნობიერების ამაღლებას, უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული სერტიფიკატებიც მნიშვნელოვანი იქნება დასაქმების ბაზრისთვის. პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში