ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი ცნობილი შარაგზის ყაჩაღია - მას იმედი აქვს, ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავს

კეზერაშვილი ცნობილი შარაგზის ყაჩაღია - მას იმედი აქვს, ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კეზერაშვილი თავისუფალ მედიას ესხმის თავს.

„კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი მისი კუთვნილი ტელევიზია რომ ყოფილიყო, ეს ტელეკომპანია ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა - თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რამდენჯერაც კონკრეტული მედიის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ, იმდენჯერ კეზერაშვილის ტელევიზიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა უწოდა. გამოდის, კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC. კეზერაშვილი ცნობილი ოლიგარქია, ცნობილი შარაგზის ყაჩაღი. ის ძარცვავდა ჯერ ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს, შემდეგ ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და BBC-ს უჩივლა, როდესაც ის ამხილეს. შეიტანა სარჩელი, რაც მის ბუნებაზე მეტყველებს. მას იმედი აქვს, ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს. ფული ბევრი აქვს, ასევე შეიძლება საკუთარი პატრონების იმედი აქვს, რომლებიც ეხმარებიან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღებაში ევროპის მასშტაბით. თუ პატრონები დაეხმარებიან და დიდი ფული ამოქმედდება, შესაძლოა კეზერაშვილმა, ისევე როგორც თავის დროზე ბიზნესმენებს ამარცხებდა, ჯარს ძარცვავდა, დაამარცხოს BBC. ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა BBC-ის, თავისუფალ მედიას კეზერაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები „უკიდურესად მცდარია“ და მისი მხრიდან სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, ძალიან უპასუხისმგებლო იყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო