საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტები, კარიერული განვითარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში სტაჟირებას გაივლიან. შეთავაზების თაობაზე ინფორმაცია სტუდენტებს უნივერსიტეტში გამართულ ინტერაქციურ შეხვედრაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ნონა ოთხოზორია, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების თანამშრომლები და პროფესორ-მასწავლებლები.

ინტერაქციურ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე სამსონ ქარსელაძე და ამავე სამმართველოს თანამშრომელი, სტუ-ის პროფესორი გიორგი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ორგანიზაციის სპეციფიკის, მიმდინარე საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ. მათ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამის პირობები ვიზუალური მასალის თანხლებით წარუდგინეს და ორგანიზაციაში სამომავლო დასაქმების პერსპეტივები გააცნეს.

სამსონ ქარსელაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვაა. ამ მიზნით, უწყება მოტივირებულ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟორს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ამით ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და მათ სამომავლო დასაქმებას. თამარ წერეთლის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის შექმნილია საუნივერსიტეტო ფუნქციური პლატფორმა ინტერაქციური კომუნიკაციის შესაძლებლობით, რაც დაინტერესებულ დამსაქმებელსაც უმარტივებს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესს.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში სტაჟირების გავლის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთმა სტუდენტმა გამოთქვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში