სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე კლინიკა „გორმედი“ განმარტებას აკეთებს

სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე კლინიკა „გორმედი“ განმარტებას აკეთებს.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტის მკურნალობა ვერ დაიწყო, რადგან კლინიკაში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი მშობლების გადაწყვეტილებით სამკურნალო დაწესებულებიდან წაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს.

„გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, კლინიკის პედიატრიულ მიმღებში შემოყვანილი იქნა ( თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე.) არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილას დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში 10 წუთი დაჰყო, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში( რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).

შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკა „გორმედი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს