მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ „ქართული შოუს“ პრემიერა გაიმართება

6 ივნისს, მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ სტუმრები ახალ და უნიკალურ დადგმას იხილავენ. „ქართული შოუ“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს ქართულ კულტურასა და ისტორიას, საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით გააცნობს. ამავე დროს, შესთავაზებს ვახშამსაც, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და ავთენტური გემოები.

„ქართულ შოუში“ მონაწილეობას იღებენ წამყვანი არტისტები და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. „თეატრში“ ცოცხლად გაჟღერდება „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მუხამბაზი“ და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. „სუხიშვილები“ კი სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს. დადგმისთვის ტექსტები საგანგებოდ შექმნა მწერალმა აკა მორჩილაძემ.

„ქართული შოუ“ გაფორმდება აუდიოვიზუალური ინსტალაციებით და სტუმრებს საქართველოში მოგზაურობის ახლებურ და უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

თეატრისკონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. „ქართული შოუკი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებასქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ქართული შოუს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

წარმოდგენა სამ მოქმედებად გაიმართება, თითოეული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებს კერძებით გაუმასპინძლდებიან.

ქართულ შოუშივახშამს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის უნიკალური სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია. კერძები, ტრადიციულად, ამ დღისთვის საგანგებოდ შეირჩევა და თანამედროვე სახე მიეცემა“, – ამბობს „თეატრის“ ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე.

„ქართული შოუს“ ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე, დეტალური ინფორმაციისთვის კი, ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს