ზურაბ აზარაშვილი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება იყო. 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა, ორი კანონპროექტი მიიღო და აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი ჩამოყალიბდა. გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის მნიშვნელობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეფექტური გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის, მოტომედიკოსის პროექტის განხორციელებაც დაიწყო.

„შესაბამისად, აღჭურვილი მოტო ტრანსპორტი შესყიდულია. ტრანსპორტი დაკომპლექტებულია, გადამზადებული ექიმებითა და პარამედიკოსებით. სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად გამოძახებაზე გასვლა და სწრაფი, ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხორციელდება, როგორც სეზონურად, საკურორტო ზონებში, ისე - დედაქალაქში“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, პარამედიკოსის სპეციალიზაციის არსებულ კურსებზეც ისაუბრა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მსურველებს, სთავაზობს პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსის გავლას, პარამედიკოსად დასაქმების მყარ გარანტიებს და ადეკვატურ სახელფასო ანაზღაურებას. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენონ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც, ამჟამად, იმყოფებიან პროფესიის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო