მამუკა მდინარაძე - „ნაცებმა“ ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს

„ნაცებმა“ ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერასა და ამაზე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოებრივი, ეროვნული ვალდებულებაა, რომ არც ერთ „ნაცს“ არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე,

„საინტერესო დღეები გვაქვს პარლამენტში: გუშინ „ნაცებმა“ ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს.

დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - “რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”.

თქმის უფლებასო! არ ვაჭარბებ! არჩეულ დეპუტატის წინაშე დასმულ კითხვაში გამოიყენა ეს ფორმულირება.

ცივილიზაციამ და შესაბამისმა კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება დეპუტატებს, ჟურნალისტებს, სხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგადად, ადამიანებს. ჟურნალისტების მინიმუმ 90%-ზე მეტს არც მოაფიქრდება კითხვის ფორმულირებით მისი შეზღუდვა.

ალბათ ყველა ხვდება, რომ არაფერთან ეს ხალხი არ მიიშვება.

ამიტომ არის სწორი და სახელმწიფოებრივი, ეროვნული ვალდებულება, რომ არც ერთ „ნაცს“ არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ მათი პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან.

ანტიეროვნულობა და ფსევდოევროპელობა არა მხოლოდ ტრადიციების, საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მსგავსი ფაშისტური ლიბერალიზმის ტრენდების დამკვიდრების მცდელობაც.

რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? - მხოლოდ მყარი, პრინციპული, ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად პროგრესული, სიმართლეზე დაფუძნებული და რეალურად პროევროპული მიდგომები, რომელთა პოზიტიურმა, ისტორიულმა სინთეზმა უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყნის გაერთიანება, მისი ევროპული მომავალი და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება”, - წერს მამუკა მდინარაძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში