ჯანდაცვის მინისტრი - მაღალმთიან რეგიონებში სახელფასო დანამატები აქვთ მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, სასწრაფოს მძღოლს არ აქვს - სხვადასხვა კომპენსაციით ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებთ ამ პრობლემას

ძალიან ვეცადე, იქნებ რაღაც მექანიზმი იქნებ მოგვეფიქრებინა მათთვის (სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლები) დანამატის მისაცემად, თუმცა დღეის მდგომარეობით ვერანაირი მექანიზმი ვერ შევიმუშავეთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მაღალმთიან რეგიონებში სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლებისთვის დანამატის გაცემასთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პრობლემას უწყება სხვადასხვა კომპენსაციით და დანამატით ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

„მაღალმთიან რეგიონებში დანამატები აქვთ მხოლოდ სამედიცინო პერსონალს. რადგან სასწრაფოს მძღოლი სამედიცინო პერსონალში არ შედის, მას არ აქვს დაწესებული. წინა წელს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში სადაც გახლდით, ეს პრობლემა დაფიქსირდა და ძალიან ვეცადე რაღაც მექანიზმი იქნებ მოგვეფიქრებინა მათთვის დანამატის მისაცემად, თუმცა დღეის მდგომარეობით ვერანაირი მექანიზმი ვერ შევიმუშავეთ, როგორ შეიძლება პერსონალი, რომელიც არ არის სამედიცინო პერსონალი ჩავრთოთ ამაში, რადგან საკანონმდებლო დონეზე მაღალმთიანში (დანამატი) განსაზღვრულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე. მაგრამ სხვადასხვა კომპენსაციით და დანამატით ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა მინისტრმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს