14.07.2025 / 09:02
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექიმი საქართველოს დაახლოებით 1900 სკოლაშია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1900 სკოლაშია ექიმი. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„რაც შეეხება სკოლაში უფასო კვებას და კვების რაციონის შემუშავებას, როგორც ბაღებში, ასევე თუ საჭირო იქნება სკოლაში, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამ ნაწილში ჩართულები ვიქნებით და რეკომენდაციებს გავცემთ.

რაც შეეხება სკოლებში ექიმებს, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1900 სკოლაშია ექიმი. ბავშვთა ჯანმრთელობის ინფორმაციის მოგროვებაზე მონიტორინგს გავაკეთებთ, ის პირობები, რაც განსაზღვრული გვაქვს უნდა სრულდებოდეს“,- აღნიშნავს აზარაშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა