ლევან ხაბეიშვილი - უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის

გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუს-ი, „რუსული ოცნება“ და ჩინჩალაძე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხამურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესისას პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

ხაბეიშვილის თქმით, უმძიმესი რეალობაა და გადამწყვეტი ბრძოლისთვის “უნდა მოვემზადოთ“.

„გუშინ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრების ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში. ტრისტან ბენაშვილის ცოლია თათია ძმანაშვილი, ჩინჩალაძესთან მუშაობს სააპელაციო სასამართლოში.

გურასპაშვილის ცოლია თაკო ბლიაძე და ეს ადამიანიც სააპელაციოში მუშაობს ჩინჩალაძესთან.

ტრისტან ბენაშვილიც სააპელაციოში მუშაობდა თავმჯდომარის ბიუროში, ჩინჩალაძის საყრდენი კადრია. არჩევის წინ გადაიყვანეს სემეკში თვალთმაქცურად, რომ ვითომ სხვა სისტემის თანამშრომელი იყო.

უახლოეს პერიოდში ჩინჩალაძე ეცდება ცოლებიც მოსამართლეებად გაამწესოს და კიდევ უფრო განამტკიცოს კლანი.

რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, ბანკი "ქართუს" წარმომადგენელი ხელისუფლება, საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური დაჯგუფება და გადანაწილებული ბიზნესები, გავლენები. ჯიბეში ჩადებული სასამართლო ხელისუფლება - ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე ყველა პატრიოტი ადამიანის, პოლიტიკოსის, ოპოზიციური არხების. რაში ხარჯავთ დროს? რატომ ცდილობთ ადამიანებში უიმედობის გაღვივებას? რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ?

უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!!! აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს