ქეთევან თურაზაშვილი ჯანდაცვის მინისტრს - რატომ არ არის ხელმისაწვდომი ჩუტყვავილას აცრა ქვეყანაში და რატომ ვერ იღებენ საპენსიო ასაკის სასწრაფოს ექიმები ხელფასთან ერთად პენსიას?

რატომ არ არის ხელმისაწვდომი ჩუტყვავილას აცრა ქვეყანაში და რატომ ვერ იღებენ საპენსიო ასაკის სასწრაფოს ექიმები ხელფასთან ერთად პენსიას?, - ამ კითხვით საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების წევრმა, დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა ზურაბ აზარაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტის წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.

ქეთევან თურაზაშვილმა იუსტიციის მინისტრს 17 ივნისს გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი შეახსენა.

„ჩემი პირველი შეკითხვა ეხება სასწრაფოს პენსიონერ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად თავდაუზოგავად შრომობენ. მიუხედავად ამისა, ისინი იღებენ მხოლოდ ხელფასს და არ იღებენ პენსიას. ასეთი ადამიანი გვყავს მხოლოდ 323. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში საპენსიო ასაკის განათლების სფეროსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იღებენ როგორც პენსიას, ისე ხელფასს. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რას აპირებთ, თვლით თუ არა, რომ ეს არის სამართლიანი და თუ ეს ასე არ არის, აპირებთ თუ არა, რომ ეს შეიცვალოს.

ჩემი მეორე შეკითხვა ეხება ჩუტყვავილის აცრას. მაინტერესებს რას ფიქრობთ იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინა არ არსებობს და მშობლებს არ ეძლევათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში აცრან საკუთარი შვილები. ძალიან დიდი იყო მომართვიანობა მშობლების მხრიდან, მათ უნდოდათ აეცრათ შვილები, რადგან მოდებული იყო სკოლებსა და ბაღებში, მაგრამ ისინი ვერ შოულობენ ვაქცინას. ჩვენ წერილიც მოგწერეთ მარტში, გასაგებია, რომ გეგმური აცრების კალენდარში მოსახვედრად გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, მაგრამ რა პრობლემაა, რომ ვაქცინა არსებობდეს ქვეყანაში და ვისაც სურვილი აქვს, შეძლოს, რომ საკუთარი შვილი აცრას ვაქცინით?

გუშინ გორში მოხდა ტრაგიკული ამბავი, 4 წლის ბავშვი, რომელსაც ქონდა ჩუტყვავილა, ამ ინფექციის გართულებებით გარდაიცვალა. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა, რომ არსებობდეს ქვეყანაში ვაქცინა, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ფატალური შედეგი“, - განაცხად ქეთევან თურაზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო