ნიკა ჩერქეზიშვილი - 147-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს და სკოლა ამ დრომდე დაუმთავრებელია

147-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გაზარდეს სამუშაოების შესრულების ვადა, სამჯერ გაზარდეს ხელშეკრულების ღირებულება, ჯამში 242 000 ლარით, სკოლა ამ დრომდე დაუმთავრებელია,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, სარეაბილიტაციო პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში და იზღუდება საგაკვეთილო დრო.

„მოსწავლეების ერთი ნაწილი გაყვანილი ჰყავთ სხვა სკოლაში, ნაწილს ასწავლიან ონლაინ. როგორ უნდა მიიღონ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება 30- წუთიანი ონლაინ გაკვეთილებით? მასწავლებელმა როგორ უნდა მოასწროს რამის ახსნა, ან მოსწავლეებს რა დროში უნდა გამოკითხოს გაკვეთილები? და ეს პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში, იზღუდება საგაკვეთილო დრო. რაც გააფუჭა კოვიდ პანდემიამ, ორმაგად ფუჭდება ახლა. 147-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 3 000 000 მილიონამდე ლარი და ამხელა თანხის მიუხედავად გვაქვს ასეთი მძიმე სურათი. სამუშაოებს აწარმოებს შპს " სქაიჰაუსი" 2021 წლის 24 აგვისტოდან, დღეს 2023 წლის 18 მაისია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ შენების და რეაბილიტაციის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, პირიქით. პრობლემაა კატასტროფული დაგეგმვა, შემდგომ ამ გეგმის კიდევ უფრო უარესი განხორციელება და მასშტაბური არაორგანიზებულობა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და თბილისში ათობით ასეთი სკოლაა (განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში), საქმე გვაქვს განათლების მიმართულების სისტემურ გაუმართაობასთან, შესაბამისად, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ და არაეფექტურ ხარჯვასთან. ვიღაცების უპასუხისმგებლობისა და არაკომპეტენტურობის გამო ზარალდება სახელმწიფო და ჩემი აზრით, ამ სახელმწიფოს ყველაზე პრიორიტეტული ნაწილი - ბავშვები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს