ზურაბ აზარაშვილი - საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება იქნება, როგორც აქონდროპლაზიის, ასევე სხვა იშვიათი დაავადებების ნაწილში - ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი მიდგომა გვჭირდება

იშვიათი დაავადებების ათეულობით მედიკამენტია მეორედან მესამე კვლევის ფაზაში გადასული - აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი მიდგომა გვჭირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, როცა მედიკამენტი აქტიური კვლევის ფაზაშია, ერთპიროვნულად მინისტრმა ან მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს.

„როცა სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს, რომ გარკვეული მედიკამენტი სახელმწიფოს პროგრამას დაამატოს, ამ დროს ჩვენ ძალიან ფრთხილი მიდგომა გვაქვს. აუცილებელია, რომ არსებობდეს შესაბამისი დასკვნები და ექსპერტული რჩევები. შეუძლებელია, როცა მედიკამენტი აქტიური კვლევის ფაზაშია ერთპიროვნულად მინისტრმა ან თუნდაც, მინისტრმა მოადგილეებთან ერთად ან მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა აიღოს და ამ პასუხისმგებლობით მედიკემენტების შეძენა დაიწყოს. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი იშვიათი დაავადების საბჭოს სახით შეიქმნა. აგრეთვე, პროტოკოლი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით შესაქმნელია.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი აქედან გამომდინარეა, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება იქნება, როგორც აქონდროპლაზიის ნაწილში, ასევე სხვა იშვიათი დაავადებების ნაწილში. იშვიათი დაავადებების ათეულობით მედიკამენტია მეორედან მესამე კვლევის ფაზაში გადასული. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი მიდგომა გვჭირდება და არ არის მხოლოდ ის, რომ თანხები გამოიყოს, ვინმე წავიდეს წამალი იყიდოს, ჩამოიტანოს და მერე აქ, ამ მედიკამენტის დარიგება დაიწყოს. აქედან გამომდინარე, ყველა ის პროცესი, რასაც ჩვენ მივყვებით ამ საბჭოს ფორმატში იქნება, თუ რეკომენდაციების ნაწილში, ძალიან კარგად და სწორად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენზეა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს