ზურაბ აზარაშვილი - 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ , -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით და პროექტებით ახორციელებს.

„2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 15 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა პარლამენტში, ბავშვების უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო