რომან გოცირიძე -  „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის ბუნდოვანი იყო - ფრაქცია გუშინ ფაქტობრივად დაიშალა, ეს არის დარტყმა, რომელიც ადამიანებს ძველ შეცდომებს ახსენებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის ბუნდოვანი იყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პარტიაში საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის მტკიცებით, 2020 წლის საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაში პარტიის თავმჯდომარეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია.

„ძალიან მრავალფეროვანი იყო სიის შედგენის პროცესი. მასში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს. გრიგოლ ვაშაძემ და ჩვენ სიის შინაარსი გავიგეთ წარდგენის წინა ღამეს. გრიგოლ ვაშაძე იყო პირველი ნომერი, რომელიც სიის წარდგენამდე ხუთი თუ ექვსი საათით ადრე აღმოჩნდა, რომ ის მეორე ნომერია და ვახტანგ კიკაბიძე ჩაიწერა პირველ ნომრად, ამაზე არავის არ ჰქონდა წინააღმდეგობა, ბევრ სიმბოლოებს შეიცავდა თავის თავში. საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია სიასთან ნიკა მელიას, რომელიც მგონი, მაშინ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები სიაში, მედიაში ეს მთავარი კითხვაა და ისრები პირველ რიგში მიდის იმ ხუთეულის მიმართ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ნიკა მაჭუტაძე თავმჯდომარეა პარტიის, რომელმაც რამდენიმე ადამიანი შემოიყვანა რაღაც დამსახურების გამო. სიაში ზოგი დამსახურების გამო შემოდიოდა, ზოგი ფინანსების გამო შემოდიოდა, ზოგი საერთოდ გაურკვეველია რატომ შემოდიოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში გასული 36 დეპუტატიდან 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და სიაში უცნაურად მოხვდნენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო დარტყმა, ვინაიდან ფრაქცია გუშინ ფაქტობრივად დაიშალა, არ ვიცი გარიცხეს თუ თავისით გავიდნენ, ესეც არის დარტყმა, რომელიც უკვე ახსენებს ადამიანებს ძველ შეცდომებს. სიაში რომ არ ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, გადაწყვეტილებას ვერ მიღებდნენ. 36 ადამიანი გავიდა პარლამენტში და აქედან დაახლოებით 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, უცნაურად მოხვედრილი ხალხი იყო. ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს სწორედ ამ სამეულთან, მაჭუტაძესთან, ჩხეიძეებთან და ბაჩუკისადმი, რომელსაც ვიცნობ 30 წელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს