საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განმარტავს, რატომ გახანგრძლივდა თბილისის N147-ე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განმარტავს, რატომ გახანგრძლივდა თბილისის N147-ე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესი.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, ადგილზე ისეთი ტიპის დაზიანებები გამოიკვეთა, რომელთა გამაგრება/რეაბილიტაცია, მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

მათივე ცნობით, 147-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ თბილისის N147 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.

აღნიშნულ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდა.

შედეგად, 2021 წლის 24 აგვისტოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „სკაი ჰაუსს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა. მოცემული ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადა 450 კალენდარული დღით (2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით) განისაზღვრა.

სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საინჟინრო ჯგუფის და შესაბამისი სპეციალისტების მიერ, ადგილზე გამოიკვეთა ისეთი ტიპის დაზიანებები, რომელთა გამაგრება/რეაბილიტაცია, მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, წარმოადგენდა აუცილებელ საჭიროებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „სკაი ჰაუსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შევიდა შესაბამისი ცვლილებები „სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ“.

ამჟამად სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, ხელშეკრულების ცვლილებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

შედეგად, 147-ე საჯარო სკოლის სრული კონტინგენტი ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს ისარგებლოს თანამედროვე, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა