თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა, ძალიან რთულია იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს