პაატა მანჯგალაძე - თუ კომისია შეიქმნება, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის „ქოლ-ცენტრი“ გამომჟღავნდება, მათ შორის ისეთების, რომლებსაც საქართველოში ბევრი უძრავი ქონება აქვთ

თუ კომისია შეიქმნება, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის „ქოლ-ცენტრი“ გამომჟღავნდება, მათ შორის ისეთების, რომლებსაც აქვთ ბევრი უძრავი ქონება საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, „ქოლ-ცენტრებზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღეს გავიდეს სხდომაზე, ამიტომ ოპოზიცია მობილიზებული უნდა იყოს.

„როგორც კომისიის შექმნის ინიციატორი ბექა ლილუაშვილი ამბობს, ჰქონდა კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ დღეს, 12:00-ის შემდეგ დაიწყება ამ კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული. „ქართული ოცნების“ პირობებში გაურკვეველი და ამოუცნობია ყოველთვის, როდის არის კენჭისყრა - თუ ვიქნებით 49 იქნება კენჭისყრა, თუ 50 ვიქნებით, არ ჩაატარებს კენჭისყრას „ქართული ოცნება“, რომ უცაბედად კომისია არ შევქმნათ. ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, როგორც ისკო დასენზე მივიდა კვალი ხუთდღიანი საგამოძიებო პროცესის, როცა საგამოძიებო კომისიის სახით მექანიზმი ჩაირთვება, ხომ წარმოგიდგენიათ, „ოცნების“ რამდენი წევრის "ქოლ ცენტრი" გამომჟღავნდება. პირდაპირ გეუბნებით გამომჟღავნდება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის „ქოლ - ცენტრი“, მათ შორის ისეთების, რომლებსაც აქვთ ბევრი უძრავი ქონება საქართველოში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს